August 10, 2025
ახალი ამბები

„რამდენჯერ შემწვეს შამფურზე არ ვიცი… რა ვქნა ახლა ჩემი შვილის მამა და ჩემი მეუღლე არის კორეელი! – ქართველი ქალი დღეს უფრო კარგ შვილებს ზრდის, ვიდრე ქართველი კაცი“ – სოფია კვინიკაძე კრიტიკოსებს პასუხობს

„რამდენჯერ შემწვეს შამფურზე არ ვიცი… რა ვქნა ახლა ჩემი შვილის მამა და ჩემი მეუღლე არის კორეელი! – ქართველი ქალი დღეს უფრო კარგ შვილებს ზრდის, ვიდრე ქართველი კაცი“ – სოფია კვინიკაძე კრიტიკოსებს პასუხობს

სამხრეთ კორეაში, სეულში მცხოვრები ქართველი ბლოგერის, სოფია კვინიკაძე სოციალურ ქსელში აქტიურად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან.

ამჯერად იგი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც კრიტიკოსებს პასუხობს:

„არასდროს ვიკადრებ იმას, რომ ქართველი კაცი გავლანძღო, რადგან ის ქართველი დედის გაზრდილია. სოციალურ ქსელში წავაწყდი გოგოს ვიდეოს რომელსაც ცუდ კომენტარებს უწერდნენ ვიდეოზე. ჩემთან ვიდეოებშიც ხშირად არის კომენტარები, მენანებით გოგონები კორეელებისთვის ორივე დებიო. არასდროს მითქვამს ის, რომ ქართველი კაცები არიან უმაქნისები და ცუდები. მამა მყავდა ქართველი და ბევრი ქართველი მეგობარი მყავს, შესაბამისად ასეთ რაღაცას არასდროს ვიკადრებ.

ძალიან რადიკალიზმი გვახასიათებს და ჩვენთვის მხოლოდ თეთრი ან შავი არსებობს. მე რამდენჯერ შემწვეს და დამაპიწკინეს შამფურზე არ ვიცი. რა ვქნა ახლა ჩემი შვილის მამა და ჩემი მეუღლე არის კორეელი. ფაქტობრივად აქ გავიზარდე, რადგან 22–ის ვიყავი რომ წამოვედი ახლა 30–ის ვარ. ნახევარი ცხოვრებაა ჩემთვის. ლოგიკურია, სადაც ქართველი არ ჭაჭანებდა შევქმენი ოჯახი.

ჩემი ვიდეოების კომენტარებში წერია – „ფული ჯოჯოხეთს ანათებს“. ჩემ ქმარზე 8–ჯერ მაღალი შემოსავალი მაქვს. ჩემი ქმარი ფულით და შემოსავლით არ გამირჩევია. ჰოდა შეფურთხება არის ქართველი ქალებისთვის ასეთი კომენტარები. ეს მგონია ქართველი კაცის კომპლექსი. ჰგონიათ, რომ ქართველ გოგონებს იმიტომ არ მოსწონთ, რომ ფული არ აქვს. არ ჰქონდა ჩემ ქმარს ფული, მაგრამ კარგი ბიჭი იყო და შევქმნით ოჯახი. თვითონ შეუმდგარი, უფულო და ბოღმა ბიჭები, არიან ამიტომ წერენ ასეთ კომენტარებს. ქართველი ქალი დღეს უფრო კარგ შვილებს ზრდის, ვიდრე ქართველი კაცი“, – ამბობს სოფია კვინიკაძე.

Leave a Reply