„პირადში მწერს, მოდი მოვგვარდეთო, ეს მესმის, რომ რაღაც თანხა უნდა… რატომ გინდა ამხელა კაცს ორსულ ქალთან ჭიდილი?“ – ნუკი კოშკელიშვილი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის თავმჯდომარემ და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებულმა ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ მიმართვა გაავრცელა, სადაც ნუკი კოშკელიშვილის ბრენდი „ნუკი კოსმეტიკი“, კერძოდ ვიტამინების დანამატი, მისი შემადგენლობის გამო გააკრიტიკა.
როგორც ფხაკაძე წერდა, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტმა დაადგინა, რომ VITANUKI Beauty Vitamin Blend ამჟამად არ აკმაყოფილებს საჭირო სტანდარტებს და არ არის რეკომენდებული. სოციალურ ქსელში პროდუქტის კრიტიკას ნუკი კოშკელიშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გიორგი ფხაკაძე ფულს ითხოვს და მას თაღლითად მიიჩნევს. ამ განცხადებას ფხაკაძის მორიგი განცხადება მოჰყვა, სადაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის თავმჯდომარე წერდა, რომ ნუკის ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლებდა. გიორგი ფხაკაძისა და ნუკი კოშკელიშვილის დაპირისპირება კვლავ გრძელდება, ახლახან მოდელმა მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც VITANUKI Beauty Vitamin Blend-თან დაკავშირებული ყველა საბუთი გაასაჯაროვა:
„ერთხელ დადო, რომ კლავს ჩემი პროდუქცია, მეორედ, რომ არალიცენზირებულია, მესამედ, რომ ძალიან ცუდია და მაინც პირადში მწერს, მოდი მოვგვარდეთო. რას ნიშნავს ეს? ეს მოგვარება მესმის, რომ რაღაც თანხა უნდა. რაც შეეხება რეალურ საჩივარს, ახლა განვათავსებ ყველა საბუთს რაც გამაჩნია. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით? ამ ქვეყანაში საჭიროა, რომ „ფაქტ ჩეკი“ მოხერხდეს და ვლოგერებმა ცოტა მეტად გააკონტროლონ რას და როგორ დებენ. არ შეიძლება ასე ცილისწამება, მით უმეტეს მაშინ, როცა უსაფუძვლოა. იმედი მაქვს, შემეშვები, მანამდეც მოგწერე, რომ ეს კარგად არ დამთავრება -მეთქი, რატომ გინდათ ამხელა კაცს ორსულ ქალთან ჭიდილი, როცა თუ ამ სფეროსი გაგეგებათ, თავადვე იცით, რომ არ ხართ მართალი“, – ამბობს ნუკი კოშკელიშვილი.
@nukikoshkelishvilამოვიდა ყელში, გადახდილია აბა რა არის ორი კვირაა ჩემ გარდა სხვა პირზე არავინ აკერია