ნინო სურგულაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს – “ბოლო წლები ის უმძიმეს დაავადებას ებრძოდა მთელი ჟინით და შემართებით, მაგრამ ვერ გაიმარჯვა…”

ნინო სურგულაძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს :
“დღეს დაგვტოვა რუსუდან ინწკირველმა, არაჩვეულებრივმა ადამიანმა და ქალბატონმა, მეცნიერმა და უბრალოდ ჩემი მეუღლის საყვარელმა მამიდამ. დღეს კონსტიტუციის მიღების დღეა და ამ მოვლენასთან კი პირდაპირი კავშირი ჰქონდა დიდ იურისტს რუსუდანის მამას ბატონ გივი ინწკირველს. დღეს კი ისინი ერთად არიან იმიერ სამყაროში…
ამ ქალბატონმა დიდი სიყვარული დატოვა ქალაქ თბილისში, მეგობრებთან, თანამშრომლებთან და უპირველესად ჩემი მეუღლის და ჩვენი ოჯახის გულში.
ბოლო წლები ის უმძიმეს დაავადებას ებრძოდა მთელი ჟინით და შემართებით, მაგრამ ვერ გაიმარჯვა…
ღმერთმა გაანათლოს მისი უკვდავი სული!
მადლობა სიყვარულისთვის რუსუდან!” – წერს ნინო და ფოტოს აქვეყნებს.
