„მშობლებო, იყავით ყურადღებით…“ – რა აღმოაჩინა მომხმარებელმა McDonald’s-ის საბავშვო მენიუში ?

ერთ-ერთმა მომხმარებელმა ნათია ვეკუამ McDonald’s-ის საბავშვო მენიუში მატლი აღმოაჩინა. ამის შესახებ ინფორმაცია მან სოციალურ ქსელში გაავრცელა და საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, ინფორმაცია უკვე „სურსათის ეროვნულ სააგენტოს“ მიაწოდა:
„გამარჯობა, მაკდონალდსში კერძოდ ისნის ფილიალში „ჰეფი მილის“ (ბავშვისთვის განკუთვნილი კვებაა) ჰამბურგერში (კატლეტში) იყოო მატლი. უკვე მივმართეთ სურსათის უსაფრთხოების სააგენტოს. მშობლებო, იყავით ყურადღებით“, – წერს ნათია ვეკუა სოციალურ ქსელში.
