June 22, 2025
ახალი ამბები

მტკვარში ტრაგიკულად დაღუპული უტა ელიავას გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა – რა ემოციურ წერილს აქვეყნებს მისი მეუღლე ?

მტკვარში ტრაგიკულად დაღუპული უტა ელიავას გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა – რა ემოციურ წერილს აქვეყნებს მისი მეუღლე ?

მტკვარში ტრაგიკულად დაღუპული უტა ელიავას გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა.

ამის შესახებ უტას მეუღლე გვანცა გოროზია სოციალურ ქსელში წერს და ემოციურ სტატუსს გვიზიარებს.

„40 დღე უშენოდ…

გუშინდელივით მახსოვს შენი ღიმილი, ხმა, თბილი სიტყვები…

დღეს კი უკვე 40 დღეა, რაც ცა შენი სახლი გახდა.

შენ არ იყავი უბრალოდ ქმარი —

შენ იყავი ჩემი სიმშვიდე,

ჩემი საყრდენი, ბედნიერება, ძალა და იმედი…

საუკეთესო მეგობარი, ვისთანაც დუმილიც კი სითბოთი იყო სავსე.

შენ არ იყავი უბრალოდ მამა —

შენ იყავი მათთვის მთელი სამყარო.

სიყვარულით სავსე, მზრუნველი, მასწავლებელი და გმირი.

მამა, რომელიც თვალებში წერდა ზღაპრებს და გულში ტოვებდა უსაფრთხოებას.

ახლა ზეცაში ხარ, მაგრამ ჩვენთან ხარ —

ჩვენს ღიმილში, ჩვენს ტკივილში, ჩვენს მოგონებებში.

არასოდეს დაგივიწყებთ…

და სანამ ამ ქვეყანაზე ვსუნთქავთ — შენი სახელი სიყვარულით იცხოვრებს ჩვენს გულებში,“ – წერს უტას მეუღლე.

Leave a Reply