„მოსწავლეებში დისლექსიის ხშირი შემთხვევებია“ – რა ნიშნებით ამოვიცნოთ დისლექსია? მასწავლებელი დავით წამალაშვილი დისლექსიის ამოსაცნობად 3 მთავარ ნიშანს ასახელებს

მასწავლებელი დავით წამალაშვილი გადაცემაში „შუადღე“ დისლექსიაზე საუბრობს და ხაზს უსვამს, რამდენად მნიშვნელოვანია მისი დროული ამოცნობა მშობლებისა და პედაგოგების მხრიდან.
მისი თქმით, ბავშვი შესაძლოა კითხულობდეს, მაგრამ ვერ იგებდეს წაკითხულის შინაარსს. ხშირად, ეს პრობლემა დისკალკულიასა (მათემატიკური უნარების დარღვევა) და დისგრაფიასთან (წერის უნარის პრობლემა) ერთად ვითარდება.
წამალაშვილის თქმით, დისლექსიის ამოსაცნობად მნიშვნელოვანი ნიშნებია:
ბავშვი კითხულობს, მაგრამ აზრს ვერ იგებს;
განმეორებითი კითხვა შედეგს არ იძლევა;
წერისა და მათემატიკის პრობლემებიც შესაძლოა ახლდეს თან.
მასწავლებელი ამბობს, რომ დისლექსია ადრე არსებობდა, თუმცა მას უბრალოდ “კითხვის არ ჩამოყალიბებად” მიიჩნევდნენ. დღეს კი აუცილებელია, რომ მასწავლებლებმა და მშობლებმა იცოდნენ, რასთან აქვთ საქმე და სპეციალისტთან დროულად მიმართონ.
„მასწავლებელი მკურნალი არ არის – ის უნდა იყოს პრობლემის აღმომჩენი და სწავლებაზე კონცენტრირებული“, – ამბობს წამალაშვილი.