December 25, 2025
ახალი ამბები

„მისი სურვილითა და დანაბარებით, მოხდება სხეულის კრემაცია…“ – ნუგზარ რუხაძეს მეუღლე გარდაეცვალა

„მისი სურვილითა და დანაბარებით, მოხდება სხეულის კრემაცია…“ – ნუგზარ რუხაძეს მეუღლე გარდაეცვალა

ჟურნალისტი და მეცნიერი ნუგზარ რუხაძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს, როგორც იგი წერს, 25 დეკემბერს გარდაეცვალა მეუღლე. ნუგზარ რუხაძე ამბობს, რომ მეუღლის თხოვნით მის სხეულს ჩაუტარდება კრემაცია და ფერფლი თბილისში გაიფანტება:

„ძვირფასო მეგობრებო, 2025 წლის 25 დეკემბერს, გარდაიცვალა ჩემი მეუღლე, ნინა, მხატვარი, დიზაინერი და მართლმადიდებელი ხატების პროფესიონალი რესტავრატორი. მისი სურვილითა და დანაბარებით, მოხდება მისი სხეულის კრემაცია. წესის აგება და სულის ხსენება შედგება შესაბამისი ქრისტიანული წესების მიხედვით იმ თანმიმდევრობით, რომელსაც ეს წესები გვკარნახობს. ფერფლი გაიფანტება ნინას უსაყვარლეს ადგილას თბილისში. ფერფლის გაფანტვის ცერემონიალს დაესწრებიან მისი უახლოესი მეგობერები და ნათესავები, ყვავილების გარეშე. რომლის შემდეგ, მის სახლში და მის სახელზე წაიქცევა ჭიქა. ოჯახი სამძიმარს, დიდი პატივითა და მადლიერებით, მიიღებს ამ გვერდზე, რისთვისაც ყველას წინასწარ ვუხდით გულწრფელ მადლობას“, – წერს ნუგზარ რუხაძე.

Leave a Reply