“მთაწმინდელ ბავშვებსაც გვყავდა ჩვენი მარიტა…- გიჟი მოდის, გიჟი მოდის – გავაგონებდით მთელს რუსთაველს და თითქოს ჩვენს ჯინაზე, ჩვენს დასაბრმავებლად, მეტად გაიღიმებდა, მეტად გალამაზდებოდა და ისე გაივლიდა… ახლა ჩემი ქუჩა და ჩემი პატარაობა გაუფერულდა” – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
რეჟისორი სანდრო ელოშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც ზოია წიკლაურზე წერს, რომელსაც მთელი საქართველო განსაკუთრებული სილამაზითა და ჩაცმის სტილით იცნობდა:
„ჩემს ბავშვობასაც ჰქონდა ფერები. მთაწმინდელ ბავშვებსაც გვყავდა ჩვენი მარიტა. – გიჟი მოდის, გიჟი მოდის – გავაგონებდით მთელს რუსთაველს და თითქოს ჩვენს ჯინაზე, ჩვენს დასაბრმავებლად, მეტად გაიღიმებდა, მეტად გალამაზდებოდა და ისე გაივლიდა. ახლა გავიგე წავიდაო, აღარ არისო, გარდაცვლილაო, გაფრენილაო. ლამაზი იყო მასთან ეს ქალაქი, ლამაზები ვიყავით ჩვენც. თვითონ კი ყველას სამყოფად ლამაზი იყო! უკვე ასაკში. შეძახილებით რომ აღარ დავსდევდი, დავინახავდი, გავჩერდებოდი და ვფიქრობდი. როგორ? ნუთუ ასე, ყოველ დილით, დგება სარკესთან და ხატავს საკუთარ თავს მეთქი. ხომ ამბობენ ყველა სიზმარი შავ-თეთრიაო, ახლა ჩემი ქუჩა და ჩემი პატარაობა გაუფერულდა, რადგან უკან გახედვისას, გახსენებისას, დარდის სამყოფად თბილი იქნება სამყარო. „საიდან მოდის სილამაზე ან სად მიდის“, – წერს სანდრო ელოშვილი.
თბილისელი ზოია წიკლაური 11 ნოემბერს გარდაიცვალა.

