December 12, 2025
ახალი ამბები

მთავრობის ახალი გადაწყვეტილება, რომელიც 1 685 პენსიონერს ან მის მემკვიდრეს შეეხება

მთავრობის ახალი გადაწყვეტილება, რომელიც 1 685 პენსიონერს ან მის მემკვიდრეს შეეხება

2025 წლის 1-ელ ნო­ემ­ბრამ­დე ზედ­მე­ტად გა­ცე­მუ­ლი პენ­სია, ასე­ვე, ზედ­მე­ტად გა­ცე­მუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო კომ­პენ­სა­ცია და შემ­წე­ო­ბა ლე­გა­ლი­ზე­ბუ­ლად ჩა­ით­ვლე­ბა და უკან დაბ­რუ­ნე­ბას აღარ და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. ამას­თან ერ­თად, შე­წყდე­ბა უკან დაბ­რუ­ნე­ბის საქ­მე­ებ­ზე და­წყე­ბუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი და სა­აღ­სრუ­ლე­ბო წარ­მო­ე­ბე­ბი.

შე­სა­ბა­მი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვით პარ­ლა­მენტს მთავ­რო­ბამ მი­მარ­თა.

  • პენ­სი­ის, ისე­ვე რო­გორც კომ­პენ­სა­ცი­ი­სა და შემ­წე­ო­ბის შე­წყვე­ტის სა­ფუძ­ვე­ლია პი­რის მიერ სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში საქ­მი­ა­ნო­ბის და­წყე­ბა, მის მი­მართ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის კა­ნო­ნი­ერ ძა­ლა­ში შეს­ვლა, გარ­დაც­ვა­ლე­ბა და სხვა.

კა­ნო­ნის პრო­ექ­ტზე თან­დარ­თულ გან­მარ­ტე­ბით ბა­რათ­ში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც დად­გე­ნი­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ინ­ფორ­მა­ცი­ის გვი­ან მო­წო­დე­ბა ხდე­ბა და ამის გამო თან­ხე­ბი ზედ­მე­ტად გა­ი­ცე­მა.

პარ­ლა­მენ­ტის მიერ კა­ნო­ნის მი­ღე­ბის შე­დე­გად, ზედ­მე­ტად და­რი­ცხუ­ლი პენ­სი­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შე­ღა­ვა­თი 1 685 პენ­სი­ო­ნერს/გარ­დაც­ვლი­ლის მემ­კვიდ­რეს შე­ე­ხე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის სა­სარ­გებ­ლოდ და­საბ­რუ­ნე­ბე­ლი თან­ხის ოდე­ნო­ბა კი, 1 213 804 ლარს შე­ად­გენს.

ზედ­მე­ტად გა­ცე­მუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო კომ­პენ­სა­ცი­ის ლე­გა­ლი­ზა­ცია 252 პირს შე­ე­ხე­ბა, მათ შო­რის არის 32 პირს, რო­მელ­თა მი­მართ სა­სა­მარ­თლო წარ­მო­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რაც შე­ე­ხე­ბა შემ­წე­ო­ბას, სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, შე­ღა­ვა­თი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­კე­ტის მიმ­ღებ 304 პირს შე­ე­ხე­ბა, ხოლო სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის სა­სარ­გებ­ლოდ და­საბ­რუ­ნე­ბე­ლი თან­ხის ოდე­ნო­ბა 130 500 ლა­რია. ასე­ვე შე­ღა­ვა­თი შე­ე­ხე­ბა სა­არ­სე­ბო შემ­წე­ო­ბის მიმ­ღებ 1 444 პირს/ოჯახს, ხოლო სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის სა­სარ­გებ­ლოდ და­საბ­რუ­ნე­ბე­ლი თან­ხის ოდე­ნო­ბა 2 653 678 ლარს შე­ად­გენს.

წყარო : Ambebi.ge

Leave a Reply