მადონა კოიძე შოკისმომგრველ კადრებს აქვეყნებს

გადაცემა „სახალხო კონტროლი“ და მისი წამყვანები, მადონა კოიძე და ლიზა ვადაჭკორია სამწვადე „ტირიფებს“, ესტუმრნენ, სადაც კრიტიკული შეუსაბამობები აღმოაჩინეს:
„კარადაში ობი და სოკოა, სადაც პროდუქტი დევს და ასეა ყველა კარადაში. ნახევრად არის გარეცხილი თეფშები, წყლის რაოდენობა არ არის საკმარისი, რომ საკმარისად რამე ირეცხებოდეს. რა გასაკვირია, რომ გარეთ მოუვლელი იყოს ყველაფერი, როდესაც სამზარეულოში ასეთი ანტისანიტარიაა. გამწოვი საოცარ მდგომარეობაშია, არც მუშაობს“, – ამბობს მადონა კოიძე. ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇