“ლუკა ძალიან გვატკინე გული” – ცნობილი ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსი გარდაიცვალა

მუსიკალური ფესტივალი „თბილისი ოფენ ეარი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს – გარდაიცვალა მუსიკოსი, ZION GARDEN-ის თანადამფუძნებელი ლუკა იოსელიანი.

„ლუკა იოსელიანი 2016 წლიდან ჩვენი ფესტივალის განუყოფელი ნაწილი და ერთ-ერთი საუკეთესო სცენის, Zion Garden-ის სულისჩამდგმელი იყო.
ვეცდებით შენი გეგმების ნაწილი მაინც განვახორციელოთ.
ძალიან გვატკინე გული. დროებით, მეგობარო“, – აღნიშნულია Tbilisi Open Air / AlterVisio-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.