October 24, 2025
ახალი ამბები

“ის სამზარეულოში უგონო მდგომარეობაში მოხუცმა იპოვა” – იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

“ის სამზარეულოში უგონო მდგომარეობაში მოხუცმა იპოვა” – იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ხათუნა შარაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

“იტალიაში, ბარიში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

იტალიის ქალაქ ბარიში ქართველი ემიგრანტი ნინო კასრაძე გარდაიცვალა. ინფორმაცია სოციალურ ქსელებში ემიგრანტებმა გაავრცელეს.

მათი ინფორმაციით, ნინო კასრაძე ბოლო დღეების განმავლობაში თავს კარგად არ გრძნობდა. იგი მოხუცის მომვლელად მუშაობდა, ხოლო გარდაცვალების მომენტში სამსახურში იმყოფებოდა, ის სამზარეულოში უგონო მდგომარეობაში მოხუცმა იპოვა.

ქართველ ემიგრანტთა დიასპორა ბარიში მწუხარებას გამოთქვამს და თანაგრძნობას უცხადებს ნინო კასრაძის ოჯახს.|

Leave a Reply