November 10, 2025
ახალი ამბები

“ისეთი ამბავია, მტერს არ ვუსურვებ” _ გურიაში კაცი, რომელსაც 6 ნოემბრიდან ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს, მისმა დედამ თვითმკვლელობა სცადა

“ისეთი ამბავია, მტერს არ ვუსურვებ” _ გურიაში კაცი, რომელსაც 6 ნოემბრიდან ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს, მისმა დედამ თვითმკვლელობა სცადა

ჩოხატაურელი გელა დოლიძე, რომელსაც 6 ნოემბრიდან ეძებდნენ და ბოლოს სოფელ წყალწმინდაში ნახეს, სამწუხაროდ, გარდაცვლილი იპოვეს ურეკში, სადაც ერთ-ერთი საწყობის უფროსად მუშაობდა. ამის შესახებ „გურია ნიუსი“ წერს.

გამოცემას გარდაცვლილის ახლობლები უყვებიან, რომ დედამ, მას შემდეგ, რაც შვილის გარდაცვალების ამბავი შეიტყო, თვითმკვლელობა სცადა: “ისეთი ამბავია, მტერს არ ვუსურვებ. შვილის გარდაცვალება რომ გაიგო, თაგვის და ფაროსანას საწამლავი დაულევია. მძიმე მდგომარეობაში, ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. შემდეგ მდგომარეობა დამძიმდა, მაგრამ დღეს გონზე მოსულა და სახლში წამოსვლას ითხოვს”.

წყარო : Guria today

Leave a Reply