October 11, 2025
ახალი ამბები

იმაზე მეტია ვიდრე ბევრი წარმოიდგენდა – მერაბ დვალიშვილს კორი სენდჰეგენის დამარცხებისთვის სოლიდური თანხა გადაუხადეს

იმაზე მეტია ვიდრე ბევრი წარმოიდგენდა – მერაბ დვალიშვილს კორი სენდჰეგენის დამარცხებისთვის სოლიდური თანხა გადაუხადეს

მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის (61 კგ) საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა.

ლას ვეგასში გამართულ ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა ამერიკელი კორი სენდჰეგენი დაამარცხა.

The sportster-ის ინფორმაციით, მოპოვებული გამარჯვებით დვალიშვილი PPV-ს (pay-per-view, სამაუწყებლო გაყიდვებიდანაც მიღებული პროცენტული წილი) და ბონუსების ჩათვლით დაახლოებით 1.5 – 2.5 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

აღსანიშნავია, რომ დვალიშვილის ჰონორარი მუდმივად იზრდება მისი გამარჯვებების სერიის, ტიტულის დაცვისა და მთავარ ორთაბრძოლებში მონაწილეობის გამო

Leave a Reply