თემურ ჭყონიამ ხვიჩა კვარაცხელია ფულადი პრიზით დააჯილდოვა
ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელია – ასეთია ფეხბურთის ფედერაციის გამოკითხვის შედეგები.
დაჯილდოების ღონისძიება თბილისში, სასტუმრო „პარაგრაფში“ გაიმართა.
საუკეთესოები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდნენ:
წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი – ხვიჩა კვარაცხელია
წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი – თეონა ბაქრაძე
ფუტსალის წლის საუკეთესო მოთამაშე – გიორგი ღავთაძე
წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი – გიორგი კვერნაძე
წლის საუკეთესო მსაჯი – გოგა კიკაჩეიშვილი
აღსანიშნავია, რომ კოკა-კოლა ფედერაციის ოფიციალური პარტნიორია, ამიტომ აღნიშნულ ნომინაციაში გამარჯვებულები თემურ ჭყონიამ ფულადი ჯილდოც გადასცა.
ხვიჩა კვარაცხელიას და თეონა ბაქრაძეს თემურ ჭყონიას კომპანიამ 50 000-50 000 ლარი გადასცა.
წყარო : Esport.ge
