August 6, 2025
ახალი ამბები

“ვინც აქ დასვენებას გეგმავს გაითვალისწინეთ” – როგორი ამინდია მოსალოდნელი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში უახლოეს დღეებში ?

“ვინც აქ დასვენებას გეგმავს გაითვალისწინეთ” – როგორი ამინდია მოსალოდნელი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში უახლოეს დღეებში ?

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე საქართველოში უახლოეს დღეებში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს და საზოგადოებას აფრთხილებს.

„სანაპირო კურორტებზე შემოდგომის მსგავსი ნაცრისფერი და შედარებით გრილი დღეები კვლავ შენარჩუნდება. მომდევნო 4 დღის განმავლობაში, სანაპიროზე კვლავ დროდადრო იწვიმებს და ტემპერატურა კვლავ არასეზონურად დაბალ ნიშნულზე დარჩება, გაითვალისწინეთ ზაფხულის კურორტებზე დასვენებისთვის არახელსაყრელი ამინდის პირობებია. დასავლეთ საქართველოზე – გრილი ჰაერის მასები ზეგიდან მოახდენს გავლენას და ასევე დროდადრო იწვიმებს, ტემპერატურა კი დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოში – უახლოეს დღეებში მხოლოდ ზოგანაა მოსალოდნელი ხანმოკლე წვიმა, ძირითადად შენარჩუნდება მაღალი ტემპერატურა და მშრალი ამინდი. ვისურვებ მალე გახაროთ მზიანი დღეების ამბავი…“, – წერს მეტეოროლოგი.

Leave a Reply