May 21, 2025
ახალი ამბები

„ვამბობდი, ღმერთი რამდენსაც მომცეს, იმდენს გავაჩენ-მეთქი“ – გეგმავს თუ არა ნანუკა გულუა მეოთხე შვილის გაჩენას

„ვამბობდი, ღმერთი რამდენსაც მომცეს, იმდენს გავაჩენ-მეთქი“ – გეგმავს თუ არა ნანუკა გულუა მეოთხე შვილის გაჩენას

მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუა გამომწერების კითხვებს პასუხობს.

ერთ-ერთი მათგანი დაინტერესდა, გეგმავს თუ არა ნანუკა მეოთხე შვილის გაჩენას, რაზეც ნანუკამ უპასუხა:

„ვაპირებდი და, რა თქმა უნდა, კახუნასაც ძალიან უნდა. მეოთხესაც ვაპირებდი, მეხუთესაც და მეექვსესაც, ვამბობდი, ღმერთი რამდენსაც მომცეს, იმდენ შვილს გავაჩენ-მეთქი. მაგრამ ამ ორსულობაში ხერხემლის ტკივილმა ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩამაგდო. ძალიან მიჭირს ეს ორსულობა, დიდი ტკივილები გადავიტანე და შესაბამისად მეოთხე შვილს ალბათ აღარ გავაჩენ“, – ამბობს ნანუკა გულუა.

ცნობისთვის, ნანუკა გულუა და კახა კაშია ივნისში მესამე შვილს, გოგონას ელოდებიან.

Leave a Reply