ესპანური მედია ილია თოფურიას განქორწინების შესახებ წერს – რა მოხდა წყვილს შორის

რამდენიმე დღეა ესპანური ტაბლოიდები აქტიურად წერენ ქართველი მებრძოლის, ილია თოფურიასა და მისი მეუღლის, ჯორჯინა უზკატეგუის დაშორების შესახებ.
წყვილმა ინსტაგრამზე ერთმანეთის გამოწერა გააუქმა. ასევე, საერთო ფოტოები, რომელიც მათ სოციალურ გვერდებზე იძებნებოდა, წაშლილია. ჯორჯინამ წაშალა ილიასთან გადაღებული ყველა საერთო ფოტო, ის აღნიშვნებიც, რომელსაც წყვილი ერთად ზეიმობდა გამარჯვების შემდეგ.
ამის შესახებ არაერთი ესპანური გამოცემა წერს:
- ილია თოფურიამ და ჯორჯინა უზკატეგიმ სოციალურ ქსელში ერთმანეთის გამოწერა შეწყვიტეს – diariosur.es
- ილია თოფურია და ჯორჯინა უზკატეგი შესაძლოა დაშორდნენ – elperiodico.com