September 8, 2025
ახალი ამბები

დუტა სხირტლაძის ქალიშვილი ნინი დაქორწინდა

დუტა სხირტლაძის ქალიშვილი ნინი დაქორწინდა

ტელეწამყვანისა და მსახიობის, დუტა სხირტლაძის ქალიშვილი ნინი დაქორწინდა.

ცერემონია მცხეთასთან ახლოს, დუტასა და მისი მეუღლის, ხელოვან მარინა ნაცვლიშვილის აგარაკზე გაიმართა.

როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, ქორწილი ორიგინალური, ფერადი და ხალისიანი დეკორაციებით გამოირჩეოდა. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა დესერტების მრავალფეროვანი და არასტანდარტული გაფორმებაც.

ქორწილის ფოტოებმა სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება და დადებითი შეფასებები გამოიწვია.

Leave a Reply