დიდი ტრაგედია რომელმაც მთელი საქართველო დაამწუხრა – ვრცელდება უმძიმესი ინფორმაცია
ბათუმში, ბონის ბაზართან მდებარე სარკინიგზო ხიდიდან მოზარდი გადავარდა და დაიღუპა. იმფორმაციას “ბათუნელები” ავრცელებს.
შემთხვევა დღეს, 6 თებერვალს, საღამოს მოხდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაღუპული 16 წლის ბიჭია.
მოზარდი ხიდიდან ვარდნის შედეგად სარკინიგზო ხიდის ქვეშ მდებარე სატვირთო მატარებლის ვაგონზე დაეცა.
„ბათუმელების“ პირველადი ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ხიდზე რამდენიმე მოზარდი ფოტოებს იღებდა.
ჯერჯერობით უცნობია, მოზარდი დაიღუპა ვარდნის შედეგად თუ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებთან შეხებისას, რომელიც ხიდის ქვეშ, მატარებლის ლიანდაგების თავზეა განთავსებული.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები.
„ბათუმელები“ ინფორმაციას აზუსტებს.
