August 2, 2025
ახალი ამბები

“დედიკოსაც ჰქონდა აქ ჰამაკი, თავის ადგილიც და სიცოცხლეც თქვენ დაგიტოვათ“ – გიგა ცხელიშვილი ემოციურ კადრებს გვიზიარებს

“დედიკოსაც ჰქონდა აქ ჰამაკი, თავის ადგილიც და სიცოცხლეც თქვენ დაგიტოვათ“ – გიგა ცხელიშვილი ემოციურ კადრებს გვიზიარებს

2024 წლის ნოემბერში, ტყუპებზე მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილი შორენა ონიანის მეუღლე, გიგა ცხელიშვილი ტყუპების, დანიელის და დაჩის ყოველდღიურობის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს.

ერთ-ერთი ასეთი ვიდეო, ემოციური ტექსტით, გიგა ცხელიშვილმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. როგორც კადრებში ჩანს, პატარა ტყუპები ბებია-ბაბუის სახლს ესტუმრნენ და ეზოში, ჰამაკში ითამაშეს. ამავე ვიდეოში, არის ასევე ჰამაკში მყოფი შორენა ონიანის კადრები არქივიდან.

„დედიკოსაც ჰქონდა აქ ჰამაკი, თავის ადგილიც და სიცოცხლეც თქვენ დაგიტოვათ“, – წერს გიგა ცხელიშვილი ვიდეოს აღწერაში.

Leave a Reply