„გურანდა გაბუნია ვერ მიტანდა და ამას არც მალავდა.. თქვა, ისეთ ბილწ სიტყვებს იყენებს ის გოგო, რომ მე მივდივარ სერიალიდანო“ – თინა მახარაძე მსახიობ გურანდა გაბუნიაზე

მსახიობი თინა მახარაძე ხშირად პასუხობს გამომწერების კითხვებს სოციალურ ქსელში. ერთ-ერთ ასეთ კითხვაზე, რომელიც მსახიობ გურანდა გაბუნიას სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ წასვლას შეეხებოდა, მახარაძემ აღნიშნა, რომ მისი გამოსვლა სწორედ მასთან ურთიერთობას უკავშირდებოდა.
„გურანდა გაბუნია ვერ მიტანდა რაღაც მიზეზების გამო. არ ვიცი, რატომ ვერ მიტანდა,“ – აცხადებს თინა მახარაძე.
როგორც მსახიობი იხსენებს, ერთხელ გადასაღებ მოედანზე შესვენების დროს ჩაძინებული, გურანდა გაბუნიამ ქოლგის კაკუნით გააღვიძა.
„გურანდა გაბუნია მოვიდა, ხელში ქოლგა ეჭირა და გვერდში შემიჩხიკინა, ისე გამაღვიძა. კი არ მითხრა, გაიღვიძე ან რამე, ქოლგით შემიჩხიკინა.
მოკლედ, გურანდა გაბუნია ვერ მიტანდა და ამას არც მალავდა. სცენარში მქონდა ტექსტი, სადაც ჩემი ქმრის პერსონაჟისთვის უნდა მეთქვა .. (ბილწი სიტყვა), ამაზე პროტესტი გამოთქვა, ისეთ სიტყვებს იყენებს ის ბილწი გოგო თინა მახარაძე, რომ მე ვტოვებ სერიალსო“, – ამბობს მსახიობი თინა მახარაძე.