გრანდიოზული ქართული ქორწილის შემდეგ, მარიამ შარმანაშვილი და კარლო პონტი თაფლობის თვეს პუერტო-რიკოში ატარებენ – რომანტიკული კადრები

იტალიელი კინოვარსკვლავის, სოფი ლორენის ვაჟის, კარლო პონტისა და მისი რჩეულის, მარიამ შარმანაშვილის სიყვარულის ამბავზე ქართულ და უცხოურ მედიაში არაერთი სტატია დაიწერა.
საქართველოში გამართული გრანდიოზული ქორწილის შემდეგ, წყვილი თაფლობის თვეს პუერტო- რიკოში ატარებს.
მარიამი ულამაზესი მოგზაურობის კადრებს სოციალურ ქსელში აზიარებს.
ცნობისთვის, მარიამ შარმანაშვილმა და კარლო პონტიმ 26 ივლისს იქორწინეს და გრანდიოზულ საქორწინო წვეულებაზე უამრავ სტუმარს უმასპინძლეს.


