September 24, 2025
ახალი ამბები

“ბევრი ადამიანი მეკითხებოდა, აკა ჩემ ვიდეოებში რატომ არ ჩანდა. ახლა ვიტყვი საბოლოოდ, რამდენიმე თვეა დაშორებულები ვართ. რაც შეეხება მიზეზებს…” – რა გახდა თამო ვაშალომიძის და მისი მეუღლის დაშორების მიზეზი ?

“ბევრი ადამიანი მეკითხებოდა, აკა ჩემ ვიდეოებში რატომ არ ჩანდა. ახლა ვიტყვი საბოლოოდ, რამდენიმე თვეა დაშორებულები ვართ. რაც შეეხება მიზეზებს…” – რა გახდა თამო ვაშალომიძის და მისი მეუღლის დაშორების მიზეზი ?

TAMO’S SKIN-ის დამფუძნებელი, თამო ვაშალომიძე „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს“ სტუმარია.

თამომ პირადზე საუბრისას აღნიშნა, რომ მეუღლეს რამენიმე თვის წინ დაშორდა.

„ამ თემაზე ჩემთვის ძალიან რთულია საუბარი. არ ვიყავი მზად ამ სიტყვებისთვის, მაგრამ მე და აკა დავშორდით. ბევრი ადამიანი მეკითხებოდა, აკა ჩემ ვიდეოებში რატომ არ ჩანდა. ახლა ვიტყვი საბოლოოდ, რამდენიმე თვეა დაშორებულები ვართ. ჩემი ტვინის რაღაც ნაწილს იმდენად არ ჰქონდა დასრულებული ეს ურთიერთობა, რომ არ ვიყავი მზად ამ სიტყვებისთვის.

როცა ორი შვილი გყავს, როცა ექვსწლიანი ურთიერთობაა, რთულია თქვა თამამად, რომ დავშორდით. ახლა მართლა წერტილი დაესვა ყველაფერს. ძალიან რთული იყო. რთულია, როცა დასრულებაზე არ ფიქრობ და სრულდება. ძალიან რთული დღეები გავიარე. კიდევ კარგი მყავს ბავშვები, დავდივარ ამ ფესტივალებზე და TAMO’S SKIN განვითარებაზე ვარ გადართული. მეგობრების გარეშე არ ვიცი, როგორ გადავიტანდი ამ ყველაფერს. არ მინდა დეტალებზე საუბარი. ორივეს მხრიდან ყველაფერი დასრულებულია“, – ამბობს თამო ვაშალომიძე.

Leave a Reply