February 14, 2026
ახალი ამბები

“ახლა რასაც ვიტყვი, არსად მითქვამს… საქმის მასალებში იცით რა დევს?” – ეკა კუპატაძე

“ახლა რასაც ვიტყვი, არსად მითქვამს… საქმის მასალებში იცით რა დევს?” – ეკა კუპატაძე

მოკ­ლუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის გიგა ავა­ლი­ა­ნის კი­დევ ერთხელ ეხ­მა­უ­რე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ებს და ხსნის, რა სქე­მით არ­ჩევ­დნენ მო­ძა­ლა­დე­ე­ბი მსხვერ­პლს.

ეკა კუ­პა­ტა­ძე “ტიკ-ტო­კის” ლა­ივ­ში ისა­უბ­რა ვრცლად ამ თე­მა­ზე და აღ­ნიშ­ნა, რომ საქ­მე გვაქვს საკ­მა­ოდ დიდ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ დაჯ­გუ­ფე­ბას­თან.

“დიდი დაჯ­გუ­ფე­ბის პა­ტა­რა ნა­წი­ლი უჭი­რავს ხელ­ში პრო­კუ­რა­ტუ­რას; ღრმად ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ იპო­ვი­ან ყვე­ლას. ახლა მოვ­ყვეთ, რო­გორ არ­ჩევ­დნენ ისი­ნი მსხვერ­პლს. მოდი, აქე­დან და­ვი­წყებთ: რა­ტომ ვე­რა­ვინ ვერ მოს­თხოვ­და მათ პა­სუხს. გა­ინ­ტე­რე­სებთ, რა­ტო­მაა დიდი ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი თა­მა­მი, როცა ამ­ბობს, რომ აქ არ არ­სე­ბობს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლიო? იმი­ტომ არ არ­სე­ბობს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი, რომ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ხმას ვერ იღებს. შე­არ­ჩევ­დნენ მსხვერ­პლს, სრულ­წლო­ვანს; თან რო­გო­რი სრულ­წლო­ვანს – სა­დღაც 30 წლის ან მის ზე­ვით, რომ ასა­კობ­რი­ვი ზღვა­რი და­ჭე­რი­ლი ყო­ფი­ლი­ყო მკა­ფი­ოდ. ახლა ერთ რა­ღა­ცას გე­ტყვით, რო­მე­ლიც არ­სად არ გვით­ქვამს ჩვენ: საქ­მის მა­სა­ლებ­ში იცით რა დევს? WhatsApp-ი შექ­მნი­ლი აქვთ უცხო­ურ ნომ­რებ­ზე; უკ­რა­ი­ნის ნომ­რით აქვთ; ანუ ეს ყვე­ლა­ფე­რი ვერ გა­კონ­ტროლ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით.

აქ არის სხვა ხალ­ხი ჩარ­თუ­ლი; აქ არის დიდი ხალ­ხი ჩარ­თუ­ლი; ეს ცოტა სხვა­ნა­ი­რი მა­ფი­აა. არ მაქვს მოჩ­ვე­ნე­ბე­ბი; რა­საც ვამ­ბობ, ყვე­ლა­ფერს ვამ­ბობ ზუს­ტად; თო­რემ ბო­ლომ­დე შე­საძ­ლოა ვერ გა­შიფ­რონ, მაგ­რამ ბევრ რა­მეს იტყვის პრო­კუ­რა­ტუ­რა და ნა­ხავთ თქვენ, აქ რა მას­შტა­ბურ და­ნა­შა­ულ­თან გვაქვს საქ­მე. მოკ­ლედ, ეს ვი­ღაც დიდი, ასა­კო­ვა­ნი ტი­პე­ბი ირ­ჩე­ვენ საკბი­ლოს, ვი­ღაც პი­როვ­ნე­ბა X-ს და შემ­დეგ უკავ­შირ­დე­ბი­ან არას­რულ­წოვ­ნებს. მე ვარ, და­ვუშ­ვათ, ის ადა­მი­ა­ნი, ვი­საც რა­ღა­ცა ინ­ტე­რე­სი მაქვს; ავარ­ჩიე პი­როვ­ნე­ბა X; მაგ­რამ პი­როვ­ნე­ბის არ­ჩე­ვი­სას მე ვე­ძებ არას­რულ­წოვ­ნებს. რა­ტომ? იმი­ტომ, რომ არას­რულ­წო­ვან ბიჭს ჰყავს მე­გო­ბა­რი – არას­რულ­წო­ვა­ნი გო­გო­ნა. ირ­ჩე­ვენ არას­რულ­წლო­ვან ბი­ჭებს, ცოტა ისე მოშტე­რო ელე­მენ­ტებს, რომ­ლის და­მორ­ჩი­ლე­ბაც შე­უძ­ლი­ათ, რო­მე­ლიც არც სკო­ლა­ში და­დის… მოკ­ლედ, ეძე­ბენ ასეთ საკბი­ლო­ებს და შემ­დეგ ეს არას­რულ­წო­ვა­ნი ბი­ჭე­ბი უკავ­შირ­დე­ბი­ან არას­რულ­წო­ვან მე­გო­ბარ გო­გო­ებს. ერ­თად არის პა­ტა­რა, მა­ხინ­ჯი ჯგუ­ფი ამ არას­რულ­წოვ­ნე­ბის შექ­მნი­ლი და ეს არას­რულ­წო­ვა­ნი გო­გო­ნე­ბი აი, ამ მსხვერ­პლს წე­რენ. განაგრძეთ კითხვა>>>

Leave a Reply