February 12, 2026
ახალი ამბები

ახალი აკრძალვა, რომელიც 1-ელი აპრილიდან ამოქმედდება

ახალი აკრძალვა, რომელიც 1-ელი აპრილიდან ამოქმედდება

დღეს გა­მარ­თულ მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე მი­ი­ღეს დად­გე­ნი­ლე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მად სა­ქარ­თვე­ლო­ში 1-ელი აპ­რი­ლი­დან იკ­რძა­ლე­ბა 6 წელ­ზე მეტი ასა­კის M1 კა­ტე­გო­რი­ის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის იმ­პორ­ტი, პირ­ვე­ლა­დი და დრო­ე­ბი­თი რე­გის­ტრა­ცია. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

  • მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი ვრცელ­დე­ბა იმ M1 კა­ტე­გო­რი­ის ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზე, რო­მელ­თა ტრან­სპორ­ტი­რე­ბა და­წყე­ბუ­ლია 1 აპ­რი­ლამ­დე ან რო­მე­ლიც უკვე შე­მოყ­ვა­ნი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სა­ბა­ჟო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ასე­თი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის პირ­ვე­ლა­დი რე­გის­ტრა­ცია მოხ­დე­ბა პირ­ველ აპ­რი­ლამ­დე არ­სე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

„ავ­ტოტ­რან­სპორ­ტი ატ­მოს­ფე­რუ­ლი ჰა­ე­რის მყა­რი ნა­წი­ლა­კე­ბი­თა და აზო­ტის ოქ­სი­დე­ბით და­ბინ­ძუ­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან წყა­როს წარ­მო­ად­გენს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ტრან­სპორ­ტით ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი ავ­ტო­პარ­კის ასა­კით და, შე­სა­ბა­მი­სად, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ტექ­ნი­კუ­რი გა­უ­მარ­თა­ო­ბით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი.

საქსტა­ტის მო­ნა­ცე­მე­ბით, 2024 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია 1,814 მლნ ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ­ლის აბ­სო­ლუ­ტურ უმ­რავ­ლე­სო­ბას (85.7%) მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი შე­ად­გე­ნენ. რე­გის­ტრი­რე­ბულ ავ­ტო­მო­ბილ­თა 80.6%-ის ასა­კი 10 წელ­ზე მე­ტია.

ახა­ლი რე­გუ­ლა­ცია ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ქარ­თვე­ლო­ში 6 წელ­ზე მეტი ასა­კის M1 კა­ტე­გო­რი­ის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის იმ­პორ­ტის/პირ­ვე­ლა­დი რე­გის­ტრა­ცი­ის/დრო­ე­ბი­თი რე­გის­ტრა­ცი­ის აკ­რძალ­ვას, რო­მე­ლიც იმოქ­მე­დებს შე­სა­ბა­მი­სი დად­გე­ნი­ლე­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი ემი­სი­ის (ევრო 5/V) სტან­დარ­ტებ­თან ერ­თად. აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ზღუდ­ვა უზ­რუნ­ველ­ყოფს ავ­ტო­პარ­კის და გან­სა­კუთ­რე­ბით მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის პარ­კის გა­ჯან­სა­ღე­ბას, რაც ქვე­ყა­ნა­ში ჰა­ე­რის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის და, შე­დე­გად, ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის კუ­თხით გა­დად­გმუ­ლი კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯია“, – ნათ­ქვა­მია სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

„მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან, ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჰა­ე­რის ხა­რის­ხის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მი­ვი­ღოთ და­მა­ტე­ბი­თი ზო­მე­ბი იმი­სათ­ვის, რომ უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა გვქონ­დეს ჰა­ე­რის ხა­რის­ხის კუ­თხით, რაც სა­ბო­ლოო ჯამ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­გორც თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის, ასე­ვე ჩვე­ნი შვი­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის. სწო­რედ ამ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა, რომ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ა­ხალ­გაზ­რდავ­დეს ავ­ტო­პარ­კი, შე­მო­ვი­დეს ხა­რის­ხი­ა­ნი ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თა გაფ­რქვე­ვა იქ­ნე­ბა ნაკ­ლე­ბი და მათი მხრი­დან ნაკ­ლე­ბად მოხ­დე­ბა ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბა“, – გა­ნა­ცხა­და გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლე ნინო თან­დი­ლაშ­ვილ­მა.

Leave a Reply