ახალგაზრდა ქალი ტრაგიკულად დაიღუპა – რა მოხდა ვარკეთილში ?

თბილისში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა ქალის, სოფო ყოლბაიას სიცოცხლე ემსხვერპლა.
ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, ვარკეთილის მეტროსთან, გვიან ღამით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, სოფო ყოლბაიას მანქანა დაეჯახა.
“ვარკეთილის სავაჭრო ცენტრ “ფენიქსმა” დაკარგა საუკეთესო ადამიანი… ჩვენს კოლექტივს გამოაკლდა სოფო ყოლბაია ძალიან დაგვწყვიტე გული… ვუსამძიმრებთ ოჯახს ნათელი და სანთელი მის ლამაზ სულს…
თავზარდაცემულები ვართ ყველა…
ღმერთო, რა ხდება, სად მიდიან ეს დახატული გოგო-ბიჭები…
უზომო, ენით აუღწერელი ტკივილი დაგვიტოვა ყველას, უწყინარმა უძვირფასესმა სოფომ…
სოფო, ჩვენი უკეთილშობილესი და უსაყვარლესი გოგო.სიტყვები უძლურია და ვერ ვპოულობთ, როგორ ვანუგეშოთ შენი ოჯახის წევრები.რა დასანანი ხარ სიკვდილისთვის…
ეს რაც ვნახე, არის ენით აღუწერელი საცოდაობა, ღმერეთმა ნათელში ამყოფოს..
მერამდენე ახალგაზრდა უნდა შეეწიროს იმ უპასუხისმგებლობას, რაც ჩვენთან ხდება.. არაფერი არ კონტროლდება და ამიტომ ხდება ამდენი უბედურება… არსად არ იხოცება ამდენი ახალგაზრდა ყოველდღიურად….ღმერთო, გადმოხედე ჩვენს ქვეყნანას…
ძალიან დამწყდა გული. უსაყვარლესი გოგო იყო. ვუსამძიმრებ ოჯახს ამ დიდ ტკივილს” – წერენ სოციალურ ქსელში.