„აღარც ვაძალებ…“ – რატომ არ ჩნდება თამო ვაშალომიძის ქმარი საჯაროდ?

მსახიობი, ფოტომოდელი, ინფლუენსერი და თავის მოვლის ბრენდის – „თამოსკინის“ დამფუძნებელი თამო ვაშალომიძე წლებია, ქართულ შოუბიზნესში ერთ-ერთ ყველაზე ცნობად სახედ რჩება. მან თავისი მიზანდასახულობით ბევრ ადამიანს შეაყვარა თავი. რამდენიმე დღის წინ თამო 34 წლის გახდა. ამჯერად იგი გადაცემის „პირველი სტუდია ეკა ჩხეიძესთან ერთად“ სტუმარი იყო, სადაც მეუღლეზე ისაუბრა:
„29 წლის ასაკში მოვიდა ჩემს ცხოვრებაში. პირველი სიყვარული იყო, ჩემს ქმარს არ უყვარს, როცა ვსაუბრობ პირადზე, არ უყვარს ფოტოების გადაღება, ადრე ვთხოვდი, მინდოდა გაეცნო ხალხს, მაგრამ დღეს აღარც ვაძალებ. ცდილობს შეეგუოს ჩემს პოპულარობას, ალბათ. ძალიან შემთხვევით მივხვდი, რომ ეს ის ადამიანი იყო, ვის გვერდითაც მთელი ცხოვრების გატარება მინდოდა, ჩავიცვამდი თეთრ კაბას და სიბერემდე მასთან ერთად ვიქნებოდი. ჩემი ხასიათისაა, ვიპოვე ზურგი, განა იმიტომ, რომ სუსტი ვარ, ქალებს გვიყვარს როცა ჩვენზე ზრუნავენ, ძლიერი ადამიანი გვყავს გვერდში. დიდ მადლობას ვუხდი აკას ყოველი დღისთვის, წუთისთვის, ყველაფრისთვის, რაც მე მაჩუქა. ყოველთვის ვიტყვი, რომ მისი დახმარებით დავიწყე „თამო სკინი“, არც საბაჟოს, არც დეკლარაციის გაკეთება არ ვიცოდი“, – ამბობს თამო ვაშალომიძე.