„არც ერთი პაციენტისგან კონსულტაციის თანხას არ ვიღებ და არც ამიღია, ასეთი პრინციპი მაქვს, ყველას უკვირს…“ – ვინ არის ქართველი ექიმი, რომლის განცხადებამაც დიდი ყურადღება მიიქცია ?
ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის დამფუძნებელი, პროფესორი ნინო მუსერიძე, საშა კაცმანის პოდკასტში საუბრობს იმის შესახებ, რომ მასთან მისულ პაციენტს არ ართმევს კონსულტაციის თანხას.
„მე, მაგალითად, არც ერთი პაციენტისგან კონსულტაციის თანხას არ ვიღებ და არც ამიღია. ასეთი პრინციპი მაქვს. ყველას უკვირს. მეც არ მომწონს, როცა უნდა დამელოდოს, სანამ არ გადაიხდის, არ შემოვიდეს. პაციენტს ამ დროს დისკომფორტი აქვს. თუ ანალიზის თანხა არ აქვს იმ მომენტში, ჩვენთან შეუძლია აიღოს ანალიზი და გადაიხადოს პასუხზე. ეს ჩვენს ფინანსებს არ მოსწონს, მაგრამ მე მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ფული არ იყოს მთავარი ჩვენთან ურთიერთობაში…“
