October 30, 2025
ახალი ამბები

ალა პუგაჩოვამ და მაქსიმ გალკინმა ნახევარ მილიონ ევროდ იყიდეს ვილა და სხვა ქვეყანაში გადადიან საცხოვრებლად – სად იცხოვრებს ამჯერად ცნობილი წყვილი?

ალა პუგაჩოვამ და მაქსიმ გალკინმა ნახევარ მილიონ ევროდ იყიდეს ვილა და სხვა ქვეყანაში გადადიან საცხოვრებლად – სად იცხოვრებს ამჯერად ცნობილი წყვილი?

ალა პუგაჩოვა და მაქსიმ გალკინი კვლავ ემზადებიან ახალსახლობისთვის. ამ დღეებში წყვილმა ბულგარეთში 530 ათას ევროდ შეიძინა ვილა. 229 კვადრატული მეტრი ფართის სახლი სოფიის გარეუბანში, ელიტურ რაიონში მდებარეობს, ვიტოშის მთის ძირას. 2026 წლის მარტში გალკინს ბულგარეთში კონცერტი აქვს და სავარაუდოდ, დაახლოებით იმ დროისთვის გეგმავს წყვილი გადაბარგებას.

გავრცელებული ცნობებით, გადასვლის მიზეზი ინფორმაციის გაჟონვაა მათი კვიპროსული საცხოვრებლის შესახებ. ლიმასოლში მათი მისამართი ცნობილი გახდა და საკუთარი და შვილების უსაფრთხოებისთვის წასვლას ამჯობინებენ, უფრო დაცულ და ჩაკეტილ სივრცეში.

ცნობისათვის, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გალკინმა და პუგაჩოვამ მკვეთრად გააკრიტიკეს რუსეთის ეს ნაბიჯი და შვილებთან ერთად რუსეთი დატოვეს. თავდაპირველად ისრაელში ვცხოვრობდნენ, შემდეგ – კვიპროსში. ბოლო ვრცელ ინტერვიუში ალამ კვლავ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია პუტინის ხელისუფლების წინააღმდეგ.

წყარო : Mshoblebi.ge

Leave a Reply