მთავარი გვერდი კავშირი რეკლამა წესები
Image

ნახეთ რატომ დააბრუნა ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილი

Загрузка...
ნახეთ რატომ დააბრუნა ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილი

4 წლის წინ პრე­მი­ე­რის პოს­ტი­დან გა­დამ­დგა­რი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კა­ში ბრუნ­დე­ბა და ამ­ჯე­რად, მისი მთა­ვა­რი ფუნ­ქცია მმარ­თვე­ლი ძა­ლის "გა­დარ­ჩე­ნა" და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გავ­ლე­ნე­ბის შემ­ცი­რე­ბა იქ­ნე­ბა.

სწო­რედ ასე ხსნი­ან პო­ლი­ტო­ლო­გე­ბი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ პო­ლი­ტი­კუ­რი მდივ­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, ღა­რი­ბაშ­ვი­ლის და­ნიშ­ვნას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

პო­ლი­ტო­ლო­გი ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძე პო­ლი­ტი­კა­ში ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის დაბ­რუ­ნე­ბას ოთხი მი­ზე­ზით ხსნის და ფიქ­რობს რომ, ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მთა­ვა­რი ფუნ­ქცია ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გავ­ლე­ნე­ბის შემ­ცი­რე­ბა იქ­ნე­ბა:

"ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის დაბ­რუ­ნე­ბა 4 ძი­რი­თად მი­ზეზს შე­იძ­ლე­ბა და­ვუ­კავ­ში­რო: პირ­ვე­ლი - მისი სა­ხით შე­იძ­ლე­ბა „ოც­ნე­ბამ“ ძვე­ლი გვარ­დია და­იბ­რუ­ნოს. სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თვა აქვს მის დაბ­რუ­ნე­ბას. სწო­რედ ძველ ამომ­რჩე­ველ­ზეა გათ­ვლი­ლი. ხაზ­გა­სას­მე­ლია, რომ პარ­ტი­ი­დან ძვე­ლი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, უფრო კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ხედ­ვე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გა­ვიდ­ნენ.

მე­ო­რე მი­ზე­ზი არის ის, რომ ღა­რი­ბაშ­ვი­ლი „არა­ნა­ცი­ო­ნა­ლურ“ სა­ხედ აღიქ­მე­ბა, შე­სა­ბა­მა­სად მო­სა­მარ­თლე­ე­ბის თე­მის ფონ­ზე (რო­დე­საც სულ უფრო იშ­ლე­ბა ზღვა­რი „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­სა“ და „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბის“ შო­რის), მის შე­მოს­ვლას სიმ­ბო­ლუ­რი ხა­სი­ა­თი ექ­ნე­ბა მო­ტი­ვით - „ოც­ნე­ბა“ ძველ სა­წყი­სებს უბ­რუნ­დე­ბა.

მე­სა­მე - ეს პირ­და­პი­რი სიგ­ნა­ლია იმი­სა, რომ კო­ბა­ხი­ძის დაჯ­გუ­ფე­ბას დიდი დრო აღარ უწე­რია. ღა­რი­ბაშ­ვი­ლი მხო­ლოდ ხომ არ მოვა? ის და­ი­წყებს პარ­ტი­ა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. თუმ­ცა, შე­დე­გი მარ­ტო მას­ზე არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი - იმ­დე­ნად რთუ­ლია ქვე­ყა­ნა­ში ვი­თა­რე­ბა, რომ თუ სხვა რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი არ გან­ხორ­ცი­ელ­და, ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბა „ოც­ნე­ბის“ იმი­ჯის გა­დარ­ჩე­ნა.

ღა­რი­ბაშ­ვი­ლის დაბ­რუ­ნე­ბის ერთ-ერთი მი­ზე­ზია ის, რომ ვინც დარ­ჩა ძვე­ლი თა­ო­ბი­დან, ისი­ნი მა­ინც შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ პარ­ტი­ა­ში, ანუ, დაშ­ლის პრო­ცე­სე­ბის შე­მა­კა­ვე­ბელ ფაქ­ტო­რად გა­ნი­ხი­ლეს ღა­რი­ბაშ­ვი­ლი. ეს დაბ­რუ­ნე­ბა ცვლი­ლე­ბებს გა­მო­იწ­ვევს პარ­ტი­ა­ში, მოხ­დე­ბა ჩა­ნაც­ვლე­ბა. 2020 წლის­თვის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის პო­ზი­ცი­ე­ბი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცირ­დე­ბა. არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, ამან წა­ა­ხა­ლი­სოს ის, რომ პარ­ლა­მენ­ტში აქ­ტი­უ­რად და­ის­ვას ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის იმ­პიჩ­მენ­ტის სა­კი­თხი" - გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE-ს ლა­გა­ზი­ძემ.

14:55 / 05-03-2019

ანა­ლი­ტი­კოს არ­ჩილ გამ­ზარ­დი­ას თქმით, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი "ოც­ნე­ბის" ძვე­ლი ელექ­ტო­რა­ტის დაბ­რუ­ნე­ბას უნდა შე­ე­ცა­დოს, თუმ­ცა რამ­დე­ნად გა­მო­უ­ვა ეს, პროგ­ნო­ზის გა­კე­თე­ბა რთუ­ლია:

"ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ასო­ცირ­დე­ბო­და იმ ხალ­ხთან, რომ­ლე­ბიც მი­დი­ან "ოც­ნე­ბი­დან". ამი­ტომ ღა­რი­ბაშ­ვილ­მა "ოც­ნე­ბას" უნდა და­უბ­რუ­ნოს ის ელექ­ტო­რა­ტი, რაც ჰყავ­და. ლო­გი­კუ­რად მან "კო­ბა­ხი­ძის ფრთა" უნდა გაწ­მინ­დოს. მისი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა იქ­ნე­ბა ეს, მაგ­რამ გა­მო­უ­ვა თუ არა, ეს მე­ო­რე სა­კი­თხია და ამას მო­მა­ვა­ლი გვაჩ­ვე­ნებს.

ღა­რი­ბაშ­ვილს თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნის დროს შე­იძ­ლე­ბა არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია, თუმ­ცა არც არა­ფე­რი გა­უ­ფუ­ჭე­ბია. ასეა თუ ისე, მას ჰყავ­და თა­ვის ელექ­ტო­რა­ტი. ასე რომ, ღა­რი­ბაშ­ვი­ლის დაბ­რუ­ნე­ბით, წე­სით უნდა მოხ­დეს გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი ელექ­ტო­რა­ტის დაბ­რუ­ნე­ბა. იგი შიგ­ნი­თაც გა­მოკ­ვე­თი­ლი ლი­დე­რი იყო, ახერ­ხებ­და გუნ­დის ერ­თი­ა­ნო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას" - გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE-ს გამ­ზარ­დი­ამ.

"ძვე­ლი გვარ­დი­ის" გუ­ლის მო­სა­გე­ბად გა­დად­გმულ ნა­ბი­ჯად მი­იჩ­ნევს ღა­რი­ბაშ­ვი­ლის დაბ­რუ­ნე­ბას ექ­სპერ­ტი რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძე. რო­გორც საყ­ვა­რე­ლი­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, ეს იმ პი­რო­ბის გაგ­რძე­ლე­ბაა, რაც ივა­ნიშ­ვილ­მა საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტუ­რამ­დე ძვე­ლი გვარ­დი­ის მი­სა­მარ­თით გა­აჟ­ღე­რა.

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის ამომ­რჩევ­ლის 50%, ვინც საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ველ ტურ­ში სახ­ლში დარ­ჩა, უკ­მა­ყო­ფი­ლო იყო სწო­რედ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მი­მართ არამ­კა­ფიო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით, რბი­ლად რომ ვთქვათ, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის გა­და­ვა­დე­ბით და ა.შ. მათი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის ბევ­რი მი­ზე­ზი სწო­რედ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან“ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში იყო.

„ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მი­მართ მძაფ­რად კრი­ტი­კუ­ლი იყო ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, იმ 50%-დან, რო­მე­ლიც მა­შინ სახ­ლში დარ­ჩა, ბევ­რი ალ­ბათ უფრო იმე­დი­ა­ნად იქ­ნე­ბა და მეტი შან­სია, რომ 2020 წლის­თვის სა­არ­ჩევ­ნო ყუ­თებ­თან მივა" - გა­ნა­ცხა­და რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძემ.

„ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ერთ-ერთი სან­დო და უპ­რობ­ლე­მო კა­ცია. თუ ეტყვი­ან, კა­რის გა­ჯა­ხუ­ნე­ბით არ წავა. წავა მშვი­დად და როცა ეტყვი­ან, დაბ­რუნ­დე­ბა“ - ასე აფა­სებს ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე პო­ლი­ტი­კა­ში ღა­რი­ბაშ­ვი­ლის დაბ­რუ­ნე­ბას. ექ­სპერ­ტმა 2015 წელს მისი პრე­მი­ე­რის პოს­ტი­დან წას­ვლის ფაქ­ტი გა­იხ­სე­ნა და გა­ნა­ცხა­და, რომ გა­ურ­კვე­ვე­ლი იყო, თუ რა­ტომ გა­უშ­ვეს თა­ვის დრო­ზე იგი პრე­მი­ე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან.

"წა­ვი­და და არა­ნა­ი­რი კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია. ახ­ლაც ისე­თი ვი­თა­რე­ბაა, რა­ტომ და­აბ­რუ­ნეს გა­ურ­კვე­ვე­ლია. გა­სა­გე­ბია, რომ „ქარ­თულ ოც­ნე­ბას უჭირს“. გია ვოლ­სკის პო­ლი­ტი­კუ­რი მდივ­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან, პარ­ტი­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მდივ­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე გა­დაყ­ვა­ნით ჩანს, მას ში­და­პარ­ტი­უ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მი­სია და­ა­კის­რეს. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ცდი­ლობს ძვე­ლი და ერ­თგუ­ლი ხალ­ხის პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბას.

არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ივა­ნიშ­ვი­ლი სამ­თავ­რო­ბო ცვლი­ლე­ბე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად ემ­ზა­დე­ბო­დეს და ახლა ასე­თი ხალ­ხი შე­მოჰ­ყავს. ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ერთ-ერთი სან­დო და უპ­რობ­ლე­მო კა­ცია. თუ ეტყვი­ან, კა­რის გა­ჯა­ხუ­ნე­ბით არ წავა. წავა მშვი­დად. როცა ეტყვი­ან, დაბ­რუნ­დე­ბა და როცა ეტყვი­ან წავა. პრობ­ლე­მას ის არ შექ­მნის.

ივა­ნიშ­ვი­ლის გუნდში ჩნდე­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც მას რა­ღაც წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას უწევს. რო­გორც სჩანს, ივა­ნიშ­ვილს კონ­ტრო­ლი პარ­ტი­ის შიგ­ნი­თაც უჭირს. ამი­ტომ სჭირ­დე­ბა ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც უპ­რობ­ლე­მოდ შე­ას­რუ­ლე­ბენ რა­საც მათ­გან ივა­ნიშ­ვი­ლი მო­ი­თხოვს" - გა­ნა­ცხა­და ექ­სპერ­ტმა.

რა ეფექ­ტი ექ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კა­ში ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის "მე­ო­რედ მოს­ვლას", უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­მოჩ­ნდე­ბა...шаблоны для dle 11.2
Загрузка...

Copyright © 2018 GEOAMBEBI.GE ყველა უფლება დაცულია...