მთავარი გვერდი კავშირი რეკლამა წესები
Image

“არანაირი პრობლემა არ შექმნია ჩვენს თაობას, რომელსაც რეზინების ჩამოცმას არ გვასწავლიდნენ… “ ხატია სიჭინავა სექსუალური განათლების მომხრეებს მიმართავს

Загрузка...
“არანაირი პრობლემა არ შექმნია ჩვენს თაობას, რომელსაც რეზინების ჩამოცმას არ გვასწავლიდნენ… “  ხატია სიჭინავა სექსუალური განათლების მომხრეებს მიმართავს


ყოფილი ტელეწამყვანი, ბიზნესლედი ხატია სიჭინავა, სკოლებში სექსუალური განათლების მომხრეებს სოციალური ქსელის მეშვეობით ასე მიმართავს:

“ამ ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ, მე ვარ იმ ასაკში , რომ დროს ვეღარ ვეწევი , თუ მართლა გლობალურად ცდილობენ შვილები მწყობრიდან გამოგვიყვანონ !!! სკოლის პროგრამიდან ამოიღეს იაკობ გოგებაშვილი და ჩაანაცვლეს გაურკვეველი წიგნებით, შემდეგ ამოიღეს
რელიგია და ვერ ხვდებიან რატომ იმატა და გადაამეტა უკვე თინეიჯერების სუიციდმა ზღვარს, ბავშვს რომელსაც არც ღმერთის რიდი აქვს და არც არაფრის არსებობის სჯერა, რომელსაც საკუთარი გაუგებარი უფლებები მიანიჭე და მშობლის როლი შეზღუდე, როგორ უნდა ასწავლო რა არის კარგი და რა ცუდი.


განათლების სისტემა ნოლი ! არ დავიწყებ მაგალითების მოყვანას შორს წაგვიყვანს და იმის მაგივრად , მომავალი თაობები განათლებული და შემდგარი ადამიანები ჩააბარონ ქვეყანას, იპოვეს რა აკლდათ თურმე სისტემაში !! და აი ისიც !! სექსუალური განათლება !! ვაი თქვენს პატრონს !!

დანარჩენი მოგვარებული გაქვთ განათლების სისტემაში !! სუიციდი მოზარდებში თქვენი პრობლემა არ არის და სასქესო ორგანოების სახელები და პრეზერვატივების ჩამოცმის ცოდნა აამაღლებს ჩვენი შვილების IQ ს !!!

ვერ გამიგია რას ემსახურებით?! ვინ ხართ საიდან მოხვედით ესეთი დეგრადირებული , რომ საკუთარი თავები არ გყოფნით , ეხლა მომავალი თაობის დეგრადირება გინდათ !!! შეიძლება მე უკვე იმ ასაკში ვარ რომ თქვენს “განვითარებულ “ აზრებს ვერ ვეწევი, მაგრამ არანაირი პრობლემა არ შექმნია ჩვენს თაობას, რომელსაც რეზინების ჩამოცმას არ გვასწავლიდნენ და დღევანდელი გადმოსახედიდან, ნეტავ თქვენი მშობლებისთვის ესწავლებინათ ეგ !!!

არ ვიცი არსებობს თუ არა საქართველოში მშობელთა ასოციაცია ან რაღაც ამდაგვარი, დიდი სიამოვნებით გავწევრიანდებოდი !!!” – წერს სიჭინავა.шаблоны для dle 11.2
Загрузка...

Copyright © 2018 GEOAMBEBI.GE ყველა უფლება დაცულია...