მთავარი გვერდი კავშირი რეკლამა წესები
Image

“ღობეზე გადავძვერი და მირანგულას ცხედარი მე ვნახე” – რატომ მოიკლა თავი ტელეწამყვანმა?

Загрузка...
“ღობეზე გადავძვერი და მირანგულას ცხედარი მე ვნახე” – რატომ მოიკლა თავი ტელეწამყვანმა?

მირანგულა ჯაჭვლიანმა, გავრცელებული ინფომაციით, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ის ტელეკომპანია “თრიალეთზე” ერთ-ერთი გადაცემის თანაწამყვანი იყო. შემთხვევა თბილისში, აეროპორტის დასახლებაში მოხდა. გარდაცვლილის მეგობარი ამბობს, რომ სუიციდის მიზეზი უცნობია.

“დილით მირანგულამ დაწერა სტატუსი და არა – სუიციდამდე რამდენიმე წუთის წინ, როგორც ამას მედია-საშუალებები ავრცელებენ. მისი მეგობრები არ შევდივართ “ფეისბუქზე”, ამიტომაც არ გვინახავს… დილით სტატუსი დაწერა “hello new world” და საღამოს თავი მოიკლა.

ცხედარი დედას არ უნახავს, ეს ტყუილია, ვერც ნახავდა ფიზიკურად, რადგან ბაღი ჩაკეტილი იყო, ღობეზე მე გადავძვერი და მე ვნახე, შემდეგ ბაღის გასაღებს ვიცოდი, სადაც ინახავდა და გავაღე, მერე უბნიდან ხალხიც მოგროვდა და გამოვასვენეთ ცხედარი. არავის გამო მოუკლავს თავი, ბოლოს ძალიან ბედიერი იყო, ახალი სამსახურიც დაიწყო და არავის არაფერი შეგვიმჩნევია, იმდენი კითხვის ნიშანი დაგვიტოვა ყველას, არ ვიცი, რა ვთქვა. არავინ არაფერი ვიცით საერთოდ. ეს არის სინამდვილე, დანარჩენი ყველაფერი ტყუილი დაიწერა და იმედი მაქვს ეს არარ განმეორდება”, – აცხადებს დრონი.ჯი-სთან მირანგულას მეგობარი.шаблоны для dle 11.2
Загрузка...

Copyright © 2018 GEOAMBEBI.GE ყველა უფლება დაცულია...