მთავარი გვერდი კავშირი რეკლამა წესები
Image

რამდენ წელს იცოცხლებს ბიძინა ივანიშვილი? – ცაგარელის შემაშფოთებელი პროგნოზი

Загрузка...
რამდენ წელს იცოცხლებს ბიძინა ივანიშვილი? – ცაგარელის შემაშფოთებელი პროგნოზი


ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ფიქრობს, რომ ქვეყნის ფაქტობრივ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს ფენშუის სპეციალისტმა ურჩია ასწლოვანი ხეების გადარგვა საკუთარი საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს.

“2020NEWS“-თან საუბარში ცაგარელმა აღნიშნა, რომ ხეების გადარგვით მან ხანგრძლივი ცხოვრების დიდი ენერგომასალა შეიძინა.

“ხანდახან ვფიქრობ, რომ მას ჰყავს დამხმარე ფენშუის სპეციალისტი, მაგრამ ხანდახან ვფიქრობ, რომ ეს ასე არ არის. როდესაც მან დაიწყო ხეების გადმორგვა, ამას ის თავისით ვერ გადაწყვეტდა. ვიღაც ფენშუის სპეციალისტმა უკარნახა ასე მოქცევა. ხის ენერგია და ძალა საცხოვრებლის სიახლოვეს, აძლევს მას დიდ პოზიტიურ ენერგიას და მათ შორის ხანგრძლივი ცხოვრების საკმაოდ დიდ ენერგომასალას. როდესაც ივანიშვილმა გადმორგო გარკვეული ხეები, მათ სჭირდებოდა “გამაძლიერებელი“, როგორიც არის თეთრი მაგნოლია. მან ეს გააკეთა. დენდროლოგიურ პარკში გადარგო თეთრი მაგნოლიაც. აქედან გამოვიტანე დაკვნა, რომ მასთან ვიღაც სპეციალისტი მუშაობდა, რადგან უბრალო ადამიანმა ასეთი დეტალები არ იცის. მაგრამ, რაც ივანიშვილმა გააკეთა ბოლო ორი წლის განმავლობაში, მაფიქრებინებს, რომ ფენშუის სპეციალისტი არ ჰყავს, ან თუ ჰყავს დაბალი კვალიფიკაცისაა”, – განაცხადა ცაგარელმა.

ცაგარელმა ზუსტად არ იცის, რამდენ წელს იცოცხლებს ბიძინა ივანიშვილი, თუმცა აცხადებს, რომ ხანგრძლივი ცხოვრების შანსი აქვს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეცდომებს არ დაუშვებს.шаблоны для dle 11.2
Загрузка...

Copyright © 2018 GEOAMBEBI.GE ყველა უფლება დაცულია...