მთავარი გვერდი კავშირი რეკლამა წესები
Image

"ვინც კი რ2-ს უყურებს და ნანუკას შოუს, იმ ქალების 90%-ს ოჯახები აქვთ დანგრეული... მიზანმიმართულად ანგრევენ ჩვენს ოჯახებს"- კვიციანი

Загрузка...
"ვინც კი რ2-ს უყურებს და ნანუკას შოუს, იმ ქალების 90%-ს ოჯახები აქვთ დანგრეული... მიზანმიმართულად ანგრევენ ჩვენს ოჯახებს"- კვიციანი

პარლამენტში ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის შესრულების თაობაზე საქართველოს VI პერიოდული ანგარიშის“ პროექტს განიხილავდნენ, პატრიოტთა ალიანსის წევრი დეპუტატი ემზარ კვიციანი ქალთა მიმართ ძალადობაზე აქცენტის გაკეთებამ გააღიზიანა. მისი თქმით, მიზამიმართულად მიმდინარეობს ოჯახების დანგრევა და ამაში დიდი როლი ტელევიზიებს აქვთ. როგორც დეპუტატმა განაცხადა ქალთა მიმართ ძალადობაზე ხაზგასმა არ უნდა ხდებოდეს.

„რატომ არ ვუკრძალავთ საერთოდ ტელევიზიებს. ვინც კი რუსთავი 2-ს უყურებს და ნანუკას შოუს, იმ ქალების 90%-ს ოჯახები აქვთ დანგრეული, არ აკვირდებით? რა შუაშია და თავშია, მიზანმიმართულად მიდის ჩვენი ოჯახების დანგრევა და ჩვენი სახელმწიფოს დანგრევა, ამას ფრთხილად უნდა მივუდგეთ, არა? ხშირად არის ხაზგასმა იმაზე, რომ აი, ქალებზე ძალადობაზე ლაპარაკი. და კაცებზე არ ძალადობენ ქალები? ხო არის ესეც? ხომ დასჯადია ისიც და ისიც? აბა, რას ვუმატებთ კიდევ“- განაცხადა ემზარ კვიციანმა.шаблоны для dle 11.2
Загрузка...

Copyright © 2018 GEOAMBEBI.GE ყველა უფლება დაცულია...