მთავარი გვერდი კავშირი რეკლამა წესები
Image

რა ხდება ჩინეთში მთელ ქალაქში უჩვეულო ნისლია ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს

Загрузка...
 რა ხდება ჩინეთში მთელ ქალაქში უჩვეულო ნისლია ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს


ჩინეთის ხელისუფლებამ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ძლიერი სმოგი 79 ქალაქს დაფარავს. მხედველობითი დონე ქალაქებში 50 მეტრამდე შემცირდა. ინფორმაციას South China Morning Post-ი ავრცელებს.

სმოგის გავრცელება სამი დღის წინ დაიწყო. ქალაქებში სატრანსპორტო მოძრაობა შეჩერებულია, ხოლო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის პროცესი შეწყდა. დაბინძურების მაღალი დონე ფიქსირდება ჩინეთის ჩრდილოეთით, ჩრდილოეთ-დასავლეთით და აღმოსავლეთით. გარემოს დაცვის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ჰაერში მავნე ნივთიერებების დონე უმაღლეს წერტილამდე 2 დეკემბერს აიწევს და ასეთ მდგომარეობაში სულ მცირე სამი დღე იქნება.


ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ზამთრის პერიოდში სიტუაცია გაუმჯობესდება, რადგან წარმოების მოცულობა შემცირდება და შესაბამისად მავნე ნივთიერებების გამოყოფაც - ჩინეთის ეკონომიკური ზრდა აშშ-სთან სავაჭრო ომის შემდეგ შენელდა.шаблоны для dle 11.2
Загрузка...

Copyright © 2018 GEOAMBEBI.GE ყველა უფლება დაცულია...