მთავარი გვერდი კავშირი რეკლამა წესები
Image

8 წლის ბავშვმა დედას საყვარელთან შეუსწრო და ნახეთ რა პირობით გადაწყვიტა გაჩუმება

Загрузка...
8 წლის ბავშვმა დედას საყვარელთან შეუსწრო და ნახეთ რა პირობით გადაწყვიტა გაჩუმება

მომავალი თაობა, მომავლის ბავშვები, სწორედ მომავალია რაც ყოველთვის გვაფიქრებს, ბავშვები კი ერთადერთია დედამიწაზე, რაც ყველაზე მეტ სიხარულს გვმატებს"- თქვა ერთ-ერთმა ცნობილმა მწერალმა პატრიკ როტფუსმა. სანამ უნარები და აზროვნება სრულყოფილებამდე მივა, ბავშვთა სპონტანურობა და გულუბრყვილობა ხომ მართლაც საოცარია და ამის დასტურია სწორედ ეს იგავი, რომელსაც ეხლავე შემოგთავაზებთ.
8 წლის ბიჭი დედას საყვარელთან შეუსწრებს და გადაწყვეტს დარჩეს ამბის ერთგული გარკვეული პირობის სანაცვლოდ.

უცნობი მამაკაცი გამუდმებით მიდიოდა მის დედასთან და გარკვეული დროით ისინი საძინებელში განმარტოვდებონდნენ ხოლმე. პატარა ბიჭი დაინტერესდა თუ რას აკეთებდნენ ისინი იქ, ამიტომ ერთ დღესაც კაცის მოსვლამდე ჩუმად შეძვრა დედის საძინებლის კარადაში. კლასიკური ჟანრის მიხედვით, სწორედ ამ დღეს დაბრუნდა სახლში მოულოდნელად ქმარი და დაბნეული ქალი იძულებული გახდა მეგობარი მამაკაცი იმავე კარადაში გადაემალა. ბიჭუნამაც ისარგებლა არსებული ვითარებით და გადაწყვიტა გასაუბრებოდა კაცს, რომელიც მის დედას გარკვეულ დროს ართმევდა, თუმცა რა მოტივით, ამის გაგება ვერ მოასწრო.
● აქ ბნელა- დაიწყო ბიჭუნამ.
- აქ არ უნდა გეშინოდეს- მიუგო მამაკაცმა.
მათი დიალოგი კი ბიჭუნამ სულ სხვა კუთხით წაიყვანა, შესთავაზა უცნობ მამაკაცს, რომ მისი ძველი ბურთი ეყიდა. კაცი ცივ უარზე იყო, ბიჭუნა კი არ მოეშვა.
● სამზარეულოში მამაჩემია.
- რამდენი გნებავთ ამ ბურთში? - დაუყოვნებლივ მიმართა კითხვით მამაკაცმა და საფულე ამოიღო.
● 250 ევრო.
კაცს არჩევანი არ ჰქონდა, გადაუხადა.

რამდენიმე კვირის შემდეგ ისტორია ისევ განმეორდა.
● აქ ბნელა და ჩემი ფეხსაცმელი მაქვს გასაყიდი- დაიწყო ბიჭუნამ.
- რამდენი გნებავთ?
● 500 ევრო.

ერთ დღეს მამა-შვილი ფეხბურთის სათამაშოდ წასვლას გეგმავდა, თუმცა ბიჭმა აღნიშნა, რომ ბურთი და სპორტული ფეხსაცმელი 750 ევროდ გაყიდა და ფეხბურთის სათამაშოდ ვეღარ წავიდოდა მამასთან ერთად. გაგოგნებულმა მამამ კი შვილს მიმართა:
* ჩემო ბიჭო, არასწორად მოქცეულხარ, შენი ნახმარი ბურთი და ფეხსაცმელი ასეთ ფასად რომ გაყიდე, გამოდის, რომ ვიღაც მოატყუე, აღსარება არ გაწყენდა.
და მამამ შვილი ეკლესიაში მღვდელთან წაიყვანა.
● აქ როგორ ბნელა- დაიწყო ბიჭმა.
- ეშმაკმა დაწყევლოს- წამოიყვირა მღვდელმა.

სიტყვები ვერცხლია, დუმილი კი ოქრო, თუმცა ამ შემთხვევაშიც ბიჭს ევრო ერჩივნა.

წარმოუდგენლად ჭკვიანი თაობა მოდის, უბრალოდ მშობლები ვერ აფასებენ ამას. გაგების და დანახვის ინდივიდუალური ნიჭი გააჩნიათ, რაც ხელს უწყობს მათ თავდაჯერებულობას.шаблоны для dle 11.2
Загрузка...

Copyright © 2018 GEOAMBEBI.GE ყველა უფლება დაცულია...