მთავარი გვერდი კავშირი რეკლამა წესები
Image

ნახეთ რა გადაუწყვიტა სასამართლომ "ბოსების ბოსს"?

Загрузка...
ნახეთ რა გადაუწყვიტა სასამართლომ "ბოსების ბოსს"?


მოსკოვის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კანონიერი ქურდი შაქრო კალაშოვი ("შაქრო მალადოი") პატიმრობაში დატოვა. როგორც ცნობილია, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი სასჯელს ერთ-ერთი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოიხდის.

განაჩენის გამოცხადების დროს კალაშოვი დემონსტრაციულად ავსებდა კროსვორდს. ამ ქმედებასთან დაკავშირებით მოგვიანებით კომენტარი გააკეთა "კრიმინალური ავტორიტეტის" ადვოკატმა თენგიზ პაპასკუამ:

"შაქრო ბრძენი ადამიანია და ფილოსოფიურად აღიქვა სასამართლოს გადაწყვეტილება. ის ხვდებოდა, როგორი იქნებოდა საბოლოო გადაწყვეტილება, ამიტომაც ავსებდა სასამართლოში კროსვორდს", - განაცხადა კალაშოვის ადვოკატმა.

სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გასაჩივრების მიუხედავად, მოსამართლემ ბრალდებულს განაჩენი არ შეუცვალა.

თავის ბოლო სიტყვაში კი კალაშოვმა განაცხადა, რომ არსებულ დანაშაულთან არანაირი კავშირი არ აქვს და დაკავებულთა შორის მხოლოდ ანდრეი კოჩუიკოვს და ბათირ ბეკმურადოვს იცნობს, რომლებიც მის "უსაფრთხოებას იცავდნენ".

შეგახსენებთ, რომ მოსკოვის სასამართლომ მარტის ბოლოს "კანონიერ ქურდ" შაქრო კალაშოვს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, 9 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კალაშოვის თანამებრძოლს ანდრეი კაჩუიკოვს, იგივე "იტალიელს" სასამართლომ 8 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კალაშოვი, კაჩუიკოვი და კიდევ რამდენიმე კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელი რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი კორუფციული პროცესის ფიგურანტები იყვნენ.шаблоны для dle 11.2
Загрузка...

Copyright © 2018 GEOAMBEBI.GE ყველა უფლება დაცულია...